მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა

ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა.

მოძრაობა პარტიზანი მებაღეები საგამოძიებო უწყებისგან დროულ გამოძიებას ითხოვენ და ასევე იმედოვნებენ, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

პარალელურად, სარჩელი მოამზადეს საიაშიც. სარჩელი მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნეს. მათი მთავარი მოთხოვნა დროული რეაგირებაა.

რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის მერი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ მურღულიამ განაცხადა, მერთან ხეების მოჭრის საკითხზეც ჰქონდა საუბარი. თემურ მურღულია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში გარემოს დაცვის მინისტრი პარტიზან მებაღეებს შეხვდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button