2.29 – ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

19 აგვისტოს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.29 ლარი იქნება.

18 აგვისტოს ოფიციალური კურსი 2.31 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5964 ლარად იქნება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button