კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოძალადე ბებია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული ბებია, რომელმაც შვილიშვილის კლასელები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, თავს დამნაშავედ არ სცნობს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ბრალდებული, სკოლასა და მანდატურს იმ ვიდეოს დამალვაში ადანაშაულებს, სადაც მისი შვილიშვილის დასჯაა ასახული.

” მე წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სწორი არ არის. ყველა საქმის კურსში იყო, რომ არსებობდა სხვა ვიდეოც, სადაც ჩემი შვილიშვილის დასჯა იყო ასახული. ოთხი დღე ატარეს ბავშვი მანდატურთან ისე, რომ ოჯახს არ გააგებინეს. ბავშვს კინაღამ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დირექტორისა და მანდატურის ინტერესში იყო, რომ ის ვიდეო დაემალათ. ჩემი აფექტი გამოიწვია სწორედ იმან, რომ ბავშვი ეკლებზე დააჩოქეს, სახე დაუსისხლიანეს და გადაუღეს. სკოლამ არ მოახდინა სათანადო რეაგირება, პირველ ამბავზე. ამიტომაც არ მიმაჩნია სწორად, რასაც მედავებიან. ახლა პოლიციაში ვარ დაბარებული და არ მაქვს ინფორმაცია, რისთვის”- განაცხადა ბებიამ.

ბრალდებული ბებიისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბრალდების მხარე, მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენებას ითხოვს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანისათვის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს

მსგავსი პოსტები

Back to top button