მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“- ფოთში დევნილების აქცია გაიმართა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილებმა აქცია „მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ გამართეს.
ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები უკვე წლებია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთები დამუშავება ხდება ღია წესით, პორტის ტერიტორიაზე. მათი მოთხოვნაა, ჯანმრთელობისთვის საშიში ზონიდან გასახლება. ამასთან ერთად, ისინი სასამართლოში ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას.

აღნიშნული პრობლემით დაინტერესდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button