მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„მოგვიწევს შემდგომი წელიწადნახევარი პანდემიასთან ერთად ცხოვრება“ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიდევ წელიწადნახევარი მოგვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება.

გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა – 38 შემთხვევა. დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წალიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით.

მსგავსი პოსტები

Back to top button