მნიშვნელოვანისიახლეები

სასტუმრო „ოაზისში“ 900 ადამიანი კვლავ ჩაკეტილია

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 900-მდე ვიზიტორი და თანამშრომელი კვლავ იძულებით არის ჩაკეტილი და ტერიტორიის დატოვების უფლება არ ეძლევათ. გუშინ, ექიმთა 400-კაციან კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა და სასტუმროს ჩაკეტვაც მაგას მოჰყვა.

როგორც ცნობილია, სასტუმროში მყოფ ყველა ვიზიტორს და თანამშრომელს კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯები აუღეს. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. სასტუმროში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის პასუხები როდესაც ეცოდინებათ, მაშინ გადაწყვეტენ რა შემდგომი ღონისძიებები გაატარონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button