მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოკავშირეების თანხმობით თუ უკრაინა ომის შემდეგ საჭირო რეფორმას შეასრულებს ნატოს წევრი გახდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ომის შემდეგ უკრაინა ყველა საჭირო რეფორმას განახორციელებს, ალიანსის წევრი გახდება.

“მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. [უკრაინა-NATO-ს] შეხვედრაზე რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე შევთანხმდებით. ჩვენ ვაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების გზაზე”, – ამბობს სტოლტენბერგი.

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და ფინეთი უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს, ასევე, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მოსამზადებელ 2024 წლის ადაპტირებულ ეროვნულ პროგრამას განიხილავს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დმიტრო კულება 28 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კულება ორმხრივ შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.

უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button