მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი?

“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე “გავლენიანი მეთაურის” რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის მოკვლის ფაქტს არ ადასტურებენ.

თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა. იგი სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა წლების წინ მან საქართველო დატოვა და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button