შარაპოვას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება [Video]

ყველაზე ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგის მიღებაში ამხილეს და მას ოთხ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს სინჯი ავსტრალიის ღია პირველობისთვის აუღეს და მან დადებითი შედეგი აჩვენა. მარიამ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (ITF) უკვე მიიღო შესაბამისი წერილი, სადაც ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი.

საუბარია პრეპარატ მილდრონატის მიღებაზე, რომელიც აკრძალული ნივთიერებების სიაში მიმდინარე წლის იანვრიდანაა შესული და მისი გამოყენება მცირე ხნის წინ ქართველ მოჭიდავეებსაც დაუმტკიცდათ.

“უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც აკრძაკლული პრეპარატების განახლებული სია მივიღე, თუმცა მას სათანადოდ არ გავეცანი. ჩემი ქომაგების დიდი არმია დავაღალატე და ნამდვილად არ მინდა, რომ კარიერა ამგვარად დავასრულო. იმედი მაქვს, კიდევ ერთ შანსს მომცემენ”, – განაცხადა შარაპოვამ ლოს-ანჯელესში გამართულ სპეციალურ პრესკოფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ მარია უკვე მოიხსნა მოახლოებული ინდიან უელსის პრესტიჟული ტურნირიდან და იფიციალურ მიზეზად ტრავმა დაასახელა. მისი წინასწარი დისკვალიფიკაცია კი, სავარაუდოდ, 12 მარტს დაიწყება.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თუკი რუს ვარსკვლავს დოპინგის შეგნებულად მიღება დაუმტკიცდება, მას კორტს 4 წლით ჩამოაშორებენ, ხოლო თუკი ყველაფერი ისე იყო, როგორც მარია ამბობს და საქმე ფატალურ შეცდომასთან გვქონდა, მისი სასჯელი ორწლიანი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button