მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მოლაპარაკებების გაყინვა, მომავალი ფინანსური დახმარება პირობებით” -ევროპარლამენტარები რუსულ კანონს აკრიტიკებენ

საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, ევროკავშირის წევრობას

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაყინვასა და მომავალი ფინანსური დახმარების პირობებზე ისაუბრა.
“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ შემოიღო აგენტების კანონი, გამჭვირვალობის შესახებ უცხოური ზეგავლენის თვალსაზრისით. იგი არღვევს კანდიდატის სტატუსის საფუძვლებს. ეს გახლავთ პუტინის რუსეთის მოდელი. შეთავაზებული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას იმის მაგივრად, რომ მიმდინარეობდეს ბრძოლა კრემლის ბოროტი გავლენების საწინააღმდეგოდ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ამაზე ნათელი – პირველ რიგში, უნდა გავყინოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობაზე დამოკიდებული, რომ აღნიშნული კანონი იქნება გაწვეული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, განახორციელოს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ”- თქვა ლექსმანმა. [სინქრონული თარგმანი]

ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, რომელზეც საქართველოს საკითხზე საუბრობდნენ, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, გაიწვიონ ინიცირებული რუსული კანონი.
“მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს. ნათელია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუსაბამობაშია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. თუ ის იქნება მიღებული, ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გააჩნია მომავალი ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსმა, რომელიც იქნა მინიჭებული გასულ წელს, კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ურთიერთობები, როგორც არასდროს. ჩვენი გზა, კარი არის ღია და მინდა, რომ საქართველოს ლიდერებმა მხედველობაში მიიღონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინი და არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან.
სამოქალაქო საზოგადოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის. საქართველოს გააჩნია ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც წვლილი შეიტანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და შეთავაზებული კანონპროექტი ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობას, გამოხატვის თავისუფლებას და სარგებელს, რომელსაც მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი, რათა შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, რომ თავისუფლად იფუნქციონიროს.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ბიძგი მისცეს ეროვნულ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შემცირდეს პოლარიზაცია”, – განაცხადა მან.

საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ აქვთ პრობლემა საბაზისო თავისუფლებასთან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან, მედია თავისუფლებასთან. ლგბტქ+ უფლებებთან. ევროპარლამენტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს ეს ნაკლი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების არეალს, შეამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და გაუხსნის გზას დისკრიმინაციას. სამწუხაროდ, ამას ექნება თავისი შედეგი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, თუ რა წერია „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, საქმე ეხება პროცესს. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს და ისინი მას მასობრივად აპროტესტებენ, შესაბამისად, ჩვენ ხალხს ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან – ვიოლა ფონ კრამონთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და პარტია „ახლის“ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ეს კანონი არის იმ ქმედებების ასლი, რომლებიც კრემლმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში განახორციელა“.
„გასულ წელს საქართველოში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ. ეს კანონი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც მანამდე კრემლმა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირობებში, არსებობს კონსოლიდაცია კოლექტიურ დასავლეთში, არამხოლოდ ევროპაში, უკრაინის მხარდასაჭერად და ავტორიტარული გავლენის გამოსააშკარავებლად დასავლეთში. საქმე არ არის მხოლოდ იმაში, რა წერია კანონში, საქმე ეხება პროცესს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს და ისინი მას მასობრივად აპროტესტებენ, შესაბამისად, მათ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button