მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მოლები, ბაზრობები და ღია რესტორნები 1 ივნისიდან ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ივნისიდან მოლები, ბაზრობები და ღია ტიპის რესტორნები ამოქმედდება.
ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ორშაბათიდან, 1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები”. – განაცხადა პრემიერმა.