“მომღიმარმა” სკაროსმა შეყვარებულებს ფოტოსესია ჩაუშალა [Photo]

თევზმა სკაროსმა, რომელიც კანადის “რიპლის აკვარიუმში” ბინადრობს, შეყვარებულებს ხელის თხოვნის რიტუალი გაუფუჭა, – გვაცნობებს გამოცემა The Mashable.

პოპულარულ საიტ Reddit-ის მომხმარებელმა, რომელიც McYay-ის ფსევდონიმით წერს, მოგვითხრო, რომ საქმრომ მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა. მისი ჩანაფიქრით, თავიდან საცოლე აკვარიუმის მინასთან ზურგით უნდა მდგარიყო, ხოლო როცა მისკენ პირით შებრუნდებოდა, იქ აკვალანგისტი პლაკატით ხელში დახვდებოდა, რომელზეც შეკითხვა იქნებოდა დაწერილი: “ცოლად გამომყვები?”.

გახარებული McYay 10 წუთის განმავლობაში იცინოდა და ტიროდა, მაგრამ ყველაზე კომიკური ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ “მომღიმარმა” სკაროსმა, რომელიც მინას ვერაფრით მოშორდა, ყველა ფოტოსურათზე ბედნიერი წყვილის მეჯვარის ფუნქცია “დაიკისრა”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29926″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button