რეგიონი

მონაზონი სიდონია კალანდია კოვიდ ინფექციით გარდაიცვალა

კოვიდ ინფექციით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სიდონია კალანდია გარდაიცვალა.

მონაზონი სამი კვირის განმავლობაში რუხის კოვიდ კლინიკაში იმყოფებოდა. მედიკოსების თქმით,იგი თავიდან თერაპიულ განყოფილებაში, შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში გადაიყვანეს,რადგან მისი მდგომარეობა დამძიმდა.

“მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სიდონიას (კალანდია) გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მონასტრის წევრებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად გარდაცვალებული მონაზონი სიდონია (კალანდია)”,-ვკითხულობთ ეპარქიის გვერდზე.
დედაოს შაბათს კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button