მონტენეგროში აქციაზე 8 ადამიანი დაიჭრა [Video/Photo]

1784591_2015101907211418 ოქტომბერს, ჩერნოგორიის მთავარ ქალაქ პოდგორიცაში, ოპოზიციური ძალების მიერ ჩატარებული დემონსტრაციის დროს, 8 ადამიანი დაიჭრა – 6 პოლიციის თანამშრომელი და 2 სამოქალაქო პირი, – იუწყება წვეყნის პოლიციის სამმართველო.
აქციის მსვლელობის დროს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიკო ჯუკანოვიჩის მთავრობის გადაგომას მოითხოვდნენ. პოლიციის მონაცემებით, მომიტინგეებმა სამართალდამცველებს და ახლომდებარე შენობებს ქვები, ანთებული ფაიერები და ბოთლები დაუშინეს.

არაოფიციალური მონაცემებით, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო ოპოზიციამ ხელისუფლებას გარდამავალი მთავრობის შექმნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი საპროტესტო აქციების მოწყობით დაემუქრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button