იერუსალიმში ახალი კედელი ებრაულ და არაბულ კვარტლებს შუაზე გაყოფს

18 ოქტომბერს, ძალადობის განახლებული ტალღის აღმოსაფხვრელად, აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი კედლის აღმართვა დაიწყეს. იგი არაბული – ჯაბერ მუქაბარის და ებრაული არმონ ჰანაცივის კვარტლებს შუაზე გაყოფს, – გადმოსცემს სააგენტო AFP.

rtr4d2vj_fence_jerusalemადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დროებითი კედლის სიგრძე 300 მეტრს შეადგენს. 18 ოქტომბერს, პოლიციამ 2,5 მეტრი სიმაღლისა 2 მეტრი სიგანის 6 ბეტონის ბლოკი უკვე აღმართა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არაბული კვარტლის ტერიტორიიდან მეზობელ ებრაელებს ქვებსა და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილებს” უშენდნენ. გასულ სამშაბათს, ჯაბერ მუქაბარის მკვიდრებმა 2 ტერორისტული აქტი მოაწყვეს, შედეგად 3 ისრაელელი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, ისრაელში ძალადობის ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. ხელისუფლების მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან, ქვეყანაში 30 ტერაქტი მოხდა, რომელსაც 3 ებრაელისა და 40 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button