მნიშვნელოვანისიახლეები

მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება

მოსახლეობის 78% არ ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა თუ კიდევ გრძელდება, პასუხები ასე გამოიყურება:

დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდება – 4%
დასრულდა, მაგრამ, სავარაუდოდ, განახლდება – 18%
ჯერ კიდევ გრძელდება – 76%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 2%
ამასთან, მოსახლეობის 29% საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან ძალიან ნეგატიურად აფასებს, 30% გარკვეულწილად პოზიტიურად, 21% გარკვეულწილად ნეგატიურად, 12% ძალიან პოზიტიურად, 9%-მა კი არ ისურვა კითხვაზე პასუხი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 78% არ ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს, ბიზნესის ან ქონების დარეგისტრირებას.

კვლევის მიხედვით, 14% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი არ უნდა გაუუქმდეთ, 8%-ის აზრით, მათ ბიზნესის რეგისტრაციის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ხოლო 5% არ ემხრობა რომ რუსეთის მოქალაქეებს ქონების რეგისტრირების უფლება ჰქონდეთ. 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის, ბიზნესის ან ქონების დარეგისტრირების წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების 91%, ხოლო ქართული ოცნების 64%.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button