მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოსახლეობის მტკიცებით მარტვილში ქურდობა გახშირდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში ზედიზედ ოთხი სახლი გაქურდეს და ავტომობილები გატეხეს. წაღებულია ფული და სანადირო იარაღი.

ცოტა ხნის წინ აქ კიდევ სამი ოჯახი გაქურდეს, ჯამში დაზარალებულია შვიდი თუმცა, ამ დრომდე არათუ არავინ დაუკავებიათ, ადგილობრივთა თქმით, საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩატარებულა.

მოსახლეობა ადასტურებს, რომ ბოლო დროს მარტვილში კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია, ასევე, ამბობენ იმასაც, რომ მომხდარი ქურდობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა.

ქურდობის ფაქტებს უარყოფენ შსს-ში და ამბობენ, რომ უწყებისთვის განცხადებით მოსახლეობას არ მიუმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button