მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოზარდს თვალში მოხვდა

კახეთში, პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა გურჯაანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ- ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალის არეში მოხვდა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროგის სამედიცინო ბრიგადას, სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავს.