მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს 4 მოსამართლე წევრს კენჭს უყრიან

დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.

დღეს დილიდან მოძრაობა სირცხვილია აქციას “კლანი უნდა დასრულდეს” მართავს. აქტივისტები მოითხოვენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

“მივიღე გადაწყვეტილება გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში.

ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, მოსამართლეთა კონფერენცია დღეს, 26 მაისს მაინც ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button