მსოფლიოსიახლეები

მოსკოვი ახალი საავადმყოფოების მოსაწყობად ემზადება

საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მოსკოვი საავადმყოფოებს მოაწყობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მოემსახურება.

„ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებს შევარჩევთ, რათა იქ დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“. – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

მისივე თქმით, ეს პროაქტიული ზომებია. დედაქალაქის მერის მოადგილემ პიოტრ ბირიუკოვმა კი აღნიშნა, რომ ასეთი სივრცეების მოსაწყობად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება საჭირო. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით პაციენტების მისაღებად, რუსეთის ხელისუფლება ათობით საავადმყოფოს არემონტებს.

ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 134 687-ია, ხოლო ვირუსს 1280 პაციენტი ემსხვერპლა. ეპიდემიის გავრცელების მთავარი ეპიცენტრი მოსკოვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button