მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი ითვალისწინებს სომხეთის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით

კრემლში ცნობად მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა.
და კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვი ითვალისწინებს სომხეთის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უპირობოდ აგრძელებს ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა „სიენენთან“ განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. „ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგან ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button