მსოფლიოსიახლეები

მოსკოვის მერი: “რეალურად, დედაქალაქში 300 000 კოვიდინფიცირებულია”

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 300 000-ია. ინფორმაციას გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი, მოსკოვში „კოვიდ-19“-ის 92 676 შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსკოვის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე ვერ დაუბრუნდებიან.

ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 11 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 88 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, რუსეთი მსოფლიოში უკვე მეხუთე ადგილზეა. ამ დროისთვის, ქვეყანაში 177 160 კოვიდინფიცირებულია. დაიღუპა 1625 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button