მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სერგის დაკრძალვას ლაგოდეხში უამრავი სასულიერო და საერო პირი დაესწრო

კორონავირუსის პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ნეკრესის მიტროპოლიტის, მეუფე სერგის( ჩეკურიშვილი) დაკრძალვას უამრავი სასულიერო და საერო პირი ესწრებოდა.

დაკრძალვაზე დამსწრები ხუთასზე მეტი პირი, არ იცავდა დადგენილ დისტანციას, ნაწილს არ ეკეთა პირბადეც.

რთული ეპიდემილოგიური ვითარების გამო, პრემიერმინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორ თვეზე მეტია, საქართველოში სარიტუალო ღონისძიებები აკრძალულია.

მეუფე სერგი, ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.
სასულიერო პირებმა, დაკრძალვაზე დასასწრებად, მასმედიის წარმომადგენლებს, კურთხევა არ მისცეს.

ნეკრესელ მიტროპოლიტს, მძიმე ოპერაციის შემდეგ, კორონავირუსი შეხვდა და ერთკვირიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად, თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მეუფე სერგი, ნეკრესის ეპარქიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ლაგოდეხიდან👇

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button