მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” მეთაურს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა – TASS ავრცელებს.
სააგენტოს თანამოსაუბრე ამბობს, რომ ვადა აითვლება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.

“მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი”, – განუცხადეს TASS-ს სამართალდამცავ ორგანოებში.

ცნობილია, რომ სასამართლო მამულაშვილს დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირებასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მედიის საშუალებით სიძულვილის გაღვივებას სდებს ბრალად.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველ მებრძოლზე ძებნა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა.

იმავე პერიოდში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მამულაშვილი და კიდევ 70-ზე მეტი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა.
“ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი მედიასთან საუბარში გადაწყვეტილებას “რუსეთში წინასაარჩევნო აქტიურობასთან” აკავშირებს. მისი თქმით, როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღოს რუსეთის სასამართლომ, „მიზანი უკრაინაში რუსეთის დამარცხებაა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველო უკრაინის მხარეს მებრძოლების რაოდენობით ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button