მოსკოვის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს დახმარებას სთავაზობს
მოსკოვის ზოოპარკის საგარეო კომუნიკაციის სამსახურის უფროსი ოლგა ვაინშტოკი აცხადებს, რომ მოსკოვში მზად არიან თბილისის ზოოპარკის ბინადრები შეიფარონ.
“საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ და შევიფაროთ თბილისის ზოოპარკის დაზარალებული ცხოველები, როგორც მოსკოვის ზოოპარკში, ასევე ცხოველთა საშენში”, – განაცხადა ვაინშტოკმა.
ამის გარდა, მოსკოვის ზოოპარკის თანამშრომლები მზად არიან ზოოპარკის აღდგენის შემდეგ, თბილისს ცხოველების გარკვეული რაოდენობა გადასცენ.
„შეგვიძლია ცხოველები თბილისის ზოოპარკს გადავცეთ, თუ იქიდან მოგვმართავენ და გვეტყვიან, რა ჯიშის ცხოველები დასჭირდებათ“, – აცხადებენ მოსკოვის ზოოპარკის დირექციაში.