მოსკოვში ევგენი ლეონოვის ძეგლი მოიპარეს [Video]

1783327_20151016155206ცნობილი რუსი მსახიობის – ევგენი ლეონოვის ძეგლი მოსფილმის ქუჩიდან მოიპარეს, – განაცხადა შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრესმდივანმა ანდრეი გალიაკბეროვმა.

სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც 2001 წელს მსახიობთა ხეივანში დამონტაჟდა, საკულტო ფილმიდან – “იღბლიანი ჯენტლმენები”, ევგენი ლეონოვის გმირს, “დოცენტს” განასახიერებდა. ძეგლის ავტორი – მოქანდაკე ეკატერინა ჩერნიშოვაა.

თვითმხილველებზე დაყრდნობით, 16 ოქტომბრის ღამით, ორმა უცნობმა პირმა ძეგლი «Газель»-ის სერიის ავტომობილში ჩატვირთა და მიიმალა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით, ზარალმა 160 ათასი რუბლი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button