13% “ენმ”- ს – 11% “ქართულ ოცნებას” – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა:

კატეგორია “არ ვიცი” აირჩია 35%, “არც ერთი პარტია” – 14%, “უარი პასუხზე” – 13%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 13%, კოალიცია “ქართული ოცნება” – 11%, ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატები” და “პატრიოტთა ალიანსი” 4-4%, “ლეიბორისტული პარტია” 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – “სხვა”.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტოდან -10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

მსგავსი პოსტები

Back to top button