მსოფლიოსიახლეები

მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა

მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა. 21 სასულიერო პირს საეჭვო სიმპტომები აქვს. ისინი ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა. პანდემიის მიუხედავად, ბზობის დღესასწაულზე მღვდლებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს. თუმცა რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.

რუსეთის მასშტაბით ვირუსი 19 ათასამდე პირს დაუდგინდა, გარდაცვლილია 148 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button