მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მძევლებს გათავისუფლებამდე, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ეწინააღმდეგება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

“ისრაელი ეწინააღმდეგება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”, – ამბობს ისრაელის პრემიერი.
ისრაელის პრემიერი ამ ომში გამარჯვების პირობას დებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით გამარჯვებამდე, რაც ნიშნავს “ჰამასის განადგურებას და მძევლების დაბრუნებას, ჩვენი მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხოების აღდგენას.” – ამბობს ნეთანიაჰუ.

“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადების პასუხად, ნეთანიაჰუ აფრთხილებს ისრაელის „ჩრდილოელ მტრებს“, არ დაუშვან ომის ესკალაცია -”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძვირად დაგიჯდებათ ეს.”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებას ჰუმანიტარული პაუზა ხელს შეუწყობს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 241 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ.

BBC-ის ცნობით, ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურად, განაცხადეს, რომ ფრენები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ასევე New York Times-ის ცალკეულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავები – უიარაღო MQ-9 Predators – ძირითადად მოქმედებდნენ სამხრეთ ღაზაში. ფრენების ნაწილი მაინც დაფიქსირდა Flightradar24-ზე.

ცნობისთვის, MQ-9 Predator თვითმფრინავები გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედროების მიერ ერაყში, ავღანეთსა და სირიაში და ასევე გამოიყენება სამეფო საჰაერო ძალების და იტალიის სამხედროების მიერ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button