მოსკოვში პუტინის საქმეთა მმართველის ტოპ-მენეჯერი მოკლეს [Photo]

რუსეთის პრეზიდენტის კუთვნილი ერთ-ერთი საწარმოს – “პრეზიდენტ-სერვისის” გენერალური დირექტორი, დიმიტრი კრიუკოვი მოკლეს, – იუწყება Interfax-Russia.

“გუშინ საღამოს არბატის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცი”, – წერს გამოცემა.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია 48 წლის დიმიტრი კრიუკოვი, რომელიც “პრეზიდენტ-სერვისის” გენერალური დირექტორი იყო.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

როგორც НТВ გადმოსცემს, კრიუკოვი საკუთარ ოფისში სავარძელში მჯდომარე იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილზე კრიუკოვის მიერ დაწერილი წერილი იპივეს: “ჩემს სიკვდილში არავინ დაადანაშაულოთ”.

ტელეარხის მონაცემებით, კრიუკოვმა თავი მაკაროვის სისტემის 9 მმ. პისტოლეტით მოიკლა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42257″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button