თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა [Photo/video]

იტალიელმა ნეიროქირურგმა, სერჯიო კანავერომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ძაღლი და თაგვი, რომელთაც თავის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდათ. ინფორმაციას სააგენტო Gizmodo ავრცელებს.

ექიმმა კანავერომ მხოლოდ ცხოველების ხერხემალი გადაჭრა, რომლის აღდგენა სრულყოფილი გადანერგვის უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს.

ექიმის განცხადებით, მან ოპერაციის დროს პოლიეთილენგლიკოლი გამოიყენა, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებულ ადგილში შეიყვანა. აღნიშნული პრეპარატი ათასობით ნეირონს შორის კავშირის აღდგენას ხელს უწყობს.

ექიმ კანავეროს ექსპერიმენტი ადამიანისთვის თავის გადანერგვის მზადების ფარგლებში ჩატარდა. როგორც ცნობილია, ნეიროქირურგი გეგმავს ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე რუს პროგრამისტ ვალერი სპირიდონოვს ანალოგიური ოპერაცია ჩაუტაროს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42265″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button