მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ტელეარხ Россия -1-ის ოპერატორი

ოთხშაბათს, 20 ივლისს, მოსკოვში ტელეარხ Россия -1-ის ოპერატორი ანდრეი ნაზარენკო მოკლეს. ТАСС-ის ინფორმაციით, ოპერატორის გვამი მისმა ვაჟმა დიდი ფილევსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში იპოვა. მამაკაცი თავსა და გულის არეში მიყენებული 2 ცეცხლსასროლი ჭრილობით გარდაიცვალა.

ნაზარენკომ ტელეარხ Россия -1-ზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. მას ათობით საინტერესო ტელე-ნაშრომი ეკუთვნის. 2016 წლის აპრილში კოსმოდრომ “Восточный”-დან რაკეტა Союз 2.1а-ს გაშვებას ტელემაყურებლებლები თვალს მისი გადაღების მეშვეობით ადევნებდნენ. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაჩაღებული პოლიტიკური კრიზისისა და ომის დროს ნაზარენკო კიევში მუშაობდა. მან თავისი ბოლო რეპორტაჟი 2 დღის წინ გადაიღო.

ანდრეი ნაზარენკოს 3 შვილი დარჩა. მას 26 ივლისს 44 წელი შეუსრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button