მნიშვნელოვანისაქართველო

მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მიმინოშვილის განცხადებით, ცვლილებები შეთანხმებულია სამინისტროსთან. გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად – მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება.

მაია მიმინოშვილი_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button