მნიშვნელოვანისაქართველო

საია დაგროვებით საპენსიო სქემას არაკონსტიტუციურს უწოდებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული პაკეტის მიხედვით, ე.წ. სოციალური პენსიის პარალელურად იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა.

მისი ფინანსური უზრუნველყოფა დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება.

საიას აზრით, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” საბოლოო გადაწყვეტილებისთვის რეფერდენდუმის ჩატარებას ითხოვენ. იურისტების განმარტებით, საპენსიო შენატანი ახალი გადასახადების დაწესებაა, რაც კონსტიუციის მიხედვით, მხოლოდ მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button