მოთხილამურე პატრულმა მუშაობა დაიწყო

საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან მოთხილამურე პატრული იმუშავებს.

შინაგანა საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს.

დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button