სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რჩეულიშვილების დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

ადვოკატების თქმით, ექიმების ცნობის მიხედვით, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ფილტვზე სიმსივნე აქვს, ასევე აღენიშნება კახექსია და გულის დაავადება.

ცენტრ პოინტის დამფუძნებელს ე.წ. მაგნოლიას საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 6 თვის წინ შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button