მორიგი გამარჯვება დევისის თასზე

სან-მარინოში დევისის თასის გათამაშების მესამე ევროპული ზონიდან, 13 ქვეყნის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდები შეიკრიბნენ.

მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს ნაკრები – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე. ჩვენები D ჯგუფში იბრძვიან: ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის წინააღმდეგ.

გუშინწინ, საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო.

გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ისლანდიას 3:0 მოუგო. გიორგი ჯავახიშვილმა მაგნუს გუნარსონს 6:0, 6:2 სძლია, ხოლო ვლადიმერ რისტიჩი 6:3, 6:0 გიორგი ცივაძესთან დამარცხდა.

რაც შეეხება წყვილთა შორის პაექრობას, ჯავახიშვილი-ცივაძის ტანდემმა გუნარსონი-რისტიჩის წყვილი 6:1, 6:3 დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button