მოვაჭრეების აქცია ზუგდიდში – პირდაპირი ჩართვა [Video]
აქცია იყო ზუგდიდში. მოვაჭრეებმა დღეს ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საუბარია დახლებზე, რომლებიც იჯარით გასხვისდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ბიზნესინტერესებზე საუბრობენ. ისინი ტენდერის გაუქმებას ითხოვენ. აქციის დროს რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა. მოვაჭრეები ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
მოუსმინეთ ჩვენი პარტნიორი რადიო “ათინათის” კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში ►