რელიგიური დაპირისპირებისგან სოფელ ადიგენს პოლიცია იცავს

ორად გაყოფილი სოფელი ადიგენი. ერთი რელიგიური დაპირისპირებისგან სოფელს პოლიცია იცავს.

სამართალდამცველებს ტერიტორია ორად აქვთ გაყოფილი. ადიგენში შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს რამდენიმე დღის წინ მიღეული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს უფლება მიეცათ ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ.

1456834532_qristianebi_01მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავდა სამი ადამიანიც. არსებული ინფორმაციით, მათ უკვე გაესაუბრნენ სამართალდამცველები. როგორც სოფელში ყვებიან, ინციდენტი გამიზნულად არ მომხდარა.

ადიგენში რაიონის გამგებელი მივიდა. ის აცხადებს, რომ პრობლემა ხელოვნურად არის დრამატიზებული და რეალურად პრობლემა არ დგას. მისივე განმარტებით, მუსლიმ თემს ექნება საკუთარი სასაფლაო, როგორც ეს სახელმწიფოს მიერ არის გადაწყვეტილი რაიონში იმყოფება ახალციხის მუფტი, რომელიც ასევე მათ მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ადიგენში ამ დროისთვის სიმშვიდეა. სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button