კრიმინალისიახლეები

მოზარდის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

ნუცუბიძის პლატოზე, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ფორმულას მისმა მამამ, გია თოიძემ უთხრა.

დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს.

თვითმხილველებმა თქვეს, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა. ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button