მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა საკითხებზე გეგმავს მმართველი გუნდი ამერიკელ კონგრესმენებთან საუბარს

ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტს მმართველ გუნდში აფასებენ. მათი თქმით , მიზანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებაა.

“კონგრესმენების ჩამოსვლას მივესალმები. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები წარიმართება მთავრობის ხელმძღვანელობასთან. საუბარი შეეხება იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში, იმ რეფორმებზე, რომელებიც მომდევნო წლების განმავლობაშია დაგეგმილი,” – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ალექს მუნი, ბრაიან ჯორჯ სტილი, კელი მაიკლ არმსტრონგი, კეროლ დევინ მილერი და რონალდ ჯინ ესტესი.

ვიზიტი, ორგანიზებულია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button