ჯეკოს და ალეს დუბლები.მილანი და აიაქსი მერვედფინალში

ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტური გრძელდება. სტამბოლსა და მილანში გამართულ შეხვედრებში სანახაობრივი თამაში იხილა მაყურებელმა.
სან-სიროზე ნერაძურიმ დონეცკის შახტარი მიიღო და საკმაოდ გაუჭირდა მეტოქის დამარცხება.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა და მხოლოდ 61-ე წუთზე შეძლო ედინ ჯეკომ ანგარიშის გახსნა.
6 წუთის შემდეგ იგივე გაიმეორა და საკუთარი დუბლით მერვედფინალში გაიყვანა სიმონე ინძაგის ინტერი.
ბეშიქთაშმა შინ აიაქსი მიიღო და მოტივაციის გარეშე მყოფმა გუნდმა 22-ე წუთზე პირველი და ერთადერთი გოლის გატანა შეძლო.
მეორე ტაიშში სებასტიან ალემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 1:2. აიაქსი ისედაც გასული იყო პლეი-ოფში,თუმცა ჰოლანდიურმა კლუბმა ახლა უკვე პირველი ადგილი გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ სებასტიან ალე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა.მათ ლიგაზე ამ დროისთვის 9-9 გოლი აქვთ გატანილი.