სიტიმ პსჟ- ს სძლია და პირველია.სპორტინგი პლეი-ოფშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მთავარი მატჩი ინგლისში გაიმართა.
მანჩესტერ-სიტიმ პსჟ მიიღო და 2:1 აჯობა.
საგულისხმოა,რომ სტუმრები კილიან მბაპეს გოლით 50-ე წუთზე დაწინაურდნენ,მაგრამ რახიმ სტერლინგის და ჟეზუშის გოლების წყალობით სიტიმ ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა.
მილანმა მადრიდის ატლეტიკოს გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო და აქ ბრძოლა მეორე ადგილისთვის დაიძაბა.
ლისაბონის სპორტინგმა დორტმუნდს 3:1 სძლია და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.
რეალს არ გასჭირვებია მოლდოვაში შერიფის დამარცხება და ისიც გარანტირებულად მომდევნო ეტაპზეა.
მეხუთე ტურის ბოლოს ჩემპიონთა ლიგას 11 მერვედფინსლისტი ყავს: სიტი,პსჟ,ლივერპული,აიაქსი, სპორტინგი,რეალი,ინტერი,ბაიერნი,ჩელსი,იუვენტუსი და მანჩესტერ-იუნაიტედი.
ბოლო ტურში პლეი-ოფის კიდევ 5 საგზური გათამაშდება.