მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სალხინოს სკოლის დირექტორი ტრაქტორით ხევში გადაიჩეხა

სალხინოს სასულიერო გიმნაზიის სკოლის დირექტორი, თორნიკე პირტახია სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი ბერების კუთვნილი ტრაქტორით გადაადგილებისას ხევში ჩავარდა.

რადიო თბილისის ინფორმაციით,სკოლის დირექტორი შემთხვევას უვნებელი გადაურჩა.

რაც შეეხება ტრაქტორს,მისი ამოყვანა ამ დრომდე არავის უცდია.

თორნიკე პირტახია, გიმნაზიის დირექტორად მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში მან სალხინოს მონასტრიდან რამდენიმე ბერი განკვეთა,რეზიდენციის ქონებას სტეფანეს მიერ ხელდასმული სასულიერო პირები და ჩოხოსნები განკარგავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button