მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მსგავსი აგრესია და ძალადობა უცნობი ადამიანებისგან არ მინახავს”-დაშავებული ოპერატორი

მთავარი არხის ოპერატორმა, ლევან აბლოთიამ, რომელიც ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან როგორ თავად აღნიშნავს, გადმოაგდეს, კლინიკა დატოვა.

“სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ განგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ სრულად უცნობი ადამიანებისგან არსად არ მინახავს. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია”, – ამბობს ოპერატორი.
ლევან აბლოთიას თქმით, ჟურნალისტი ბექა ყორშია ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და მანაც ოფისი დატოვა. აბთოლია ყვება, რომ ქართული ოცნების წევრებმა ოფისში ჩაიკეტნენ, სიტუაცია კი მაშინ დაიძაბა, როცა აივანზე “სტენდაპს” წერდნენ.

“გამოვარდა, დაახლოებით 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი რას. ვარიდებდი თავს, უკან უკან მივდიოდი. მინდოდა, დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”, – აცხადებს მთავარი არხის ოპერატორი.

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button