მნიშვნელოვანიმსოფლიო

მშრომელთა დღის აღნიშნვას პარიზსა და სანქტ-პეტერბურგში დაკავევებები მოჰყვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მონპარნასის ბულვარში მშრომელთა დღესთან დაკავშირებულ აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 88 მომიტინგე დააკავა. პროფკავშირებისა და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მსვლელობაზე, დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოხდა.
ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებს შორის ნიღბიანი პირები გამოჩდნენ, რაც საფრანგეთში  ახლადმიღებული კანონის თანახმად, აკრძალულია.


საპირველმაისო მსველობას დაკავებები მოჰყვა რუსეთშიც. ქალაქ სანქტ-პეტერბურგში შეკრებილებმა, მსვლელობა ნევის გამზირიდან დაიწყეს, თუმცა მათ პოლიციამ სხვა ქუჩაზე გადასვლის საშუალება არ მისცა. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ალექსი ნავალნის შტაბის სანქტ-პეტერბურგის ფილიალის ხელმძღვანელი დენის მიხაილოვი და რამდენიმე ჟურნალისტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button