რეგიონი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button