კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მსოფლიო ჩემპიონის შვილი დაკავებულია

გორში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების მონაწილე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. მსოფლიო ჩემპიონის შვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ის დააკავეს.

კანდელაკი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორან „ჟოზეფში“, 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, გამეტებით, რამდენიმე სპორტსმენი ურტყამდა. მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის მოკრივე შვილი თარაშ კანდელაკი.

ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდა, მრავლობითი დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში, ჯერ კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button