მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“წელს 100 მილიონამდე ადამიანი გაღატაკდება”

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მსოფლიოს ჯანმრთელობისა და ეკონომიკის უპრეცედენტო კრიზისი ელოდება, რომელიც გასაოცარი სისწრაფით იზრდება და გამოიწვევს უდიდეს გლობალურ ეკონომიკურ შოკს, რომლის ფონზეც, მილიონობით ადამიანს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება ელის.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური აქტივობა 5.2 %-ით შემცირდება, რაც ყველაზე ღრმა რეცესიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ვარდნა მსოფლიო ქვეყნებში 13.8 %-ს შეადგენდა.

წლევანდელი 5.2 %-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნება მსოფლიოში მე-4 ყველაზე მძლავრი კრიზისი უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში, რომელსაც მხოლოდ 1930-იან წლებსა და პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მომხდარი ეკონომიკური ვარდნები აღემატება, რიგი ქვეყნების ომისგან განადგურებამ რომ განაპირობა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია შემოსავლის მკვეთრი შემცირება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ნავარაუდებია, რომ ქვეყნების საერთო რაოდენობის 90 %-ში მკვეთრად შემცირდება მოქალაქეების შემოსავლები. ყველა ქვეყნისთვის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საშუალოდ, 6.2 %-ით შემცირდება, რაც 2009 წლის ფინანსურ რეცესიაზე 2.9 %-ით მეტია.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ექსტრემალურ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი, მხოლოდ წელს, 70-იდან 100 მილიონამდე გაიზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button