მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: ებოლას ეპიდემია დასრულდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაცნობებს, რომ ლიბერიაში ებოლას ვირუსის ეპიდემია დასრულებულია. დოკუმენტში აღნიშნულია: ვირუსით დაავადების უკანასკნელი შემთხვევა, ექვსი კვირის წინ დაფიქსირდა.

ეპიდემიის მძვინვარების შედეგად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, 4,700 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა). ვირუსით ავადდებიან ადამიანები, ზოგიერთი პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.

პირველად ვირუსი დაფიქსირდა 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში. სუდანში დაინფიცირებული 284 ადამიანიდან დაიღუპა 151, ზაირში კი 318 დაავადებულიდან 280 გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკრბოდაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დარუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება გორილებიდან, შიმპანზეებიდან და დუკერებიდან(აფრიკული წყვილჩლიქოსანი ცხოველი). ვირუსის გავრცელე ბუნებრივ არეალად ითვლება ეკვატორული აფრიკის ჯუნგლები.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება

დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა შტამებით(ქვესახეობებით). ებოლას ვირუსი იყოფა 5 ქვესახეობად: სუდანის, ზაირის, ტაის ტყის (კოტ-დივუარის), რესტონის და ბუნდიბუგიოს. ადამიანისათვის საშიში 4 ქვესახეობა. ებოლას რესტონული ვირუსით დაავადება უსიმპტომოდ მინდინარეობს. ტაის ტყის და რესტონის ებოლას ვირუსები შედარებით იშვიათია.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას – იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სასხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

მსგავსი პოსტები

Back to top button